დღეს გადის ვადა საბოლოოდ იმისათვის, რომ შევიტანოთ საჩივრები, შესაბამისად ვსაუბრობდით თუ რასთან დაკავშირებით შეგვაქვს საჩივარი, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩართულია აღნიშნულ საკითხში.
“დღეს გადის ვადა საბოლოოდ იმისათვის, რომ შევიტანოთ საჩივრები, შესაბამისად ვსაუბრობდით თუ რასთან დაკავშირებით შეგვაქვს საჩივარი. დაახლოებით შევა 200-მდე საჩივარი, სადაც კონკრეტული უბნების შედეგების ბათილობას ვითხოვთ. ასევე, საუბარი იყო იმ სქემებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმისათვის, რომ გაყალბებულიყო არჩევნები. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აინტერესებს კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტების როლი ამ ყველაფერში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა. პარტიების განცხადებით, საუბარი ეხებოდა სამოქმედო გეგმას და არჩევნებს.