იანვრიდან დღემდე 8 საარჩევნო სუბიექტმა საერთო ჯამში მიიღო დაახლოებით, 18 მილიონის შემოსავალი, ასევე მათი ხარჯი იყო 25 მილიონ ლარამდე, აქედან 13 მილიონი ლარი მიდის “ქართულ ოცნებაზე”. „ქართულმა ოცნებამ“ 13 მილიონი ლარი დახარჯა – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ არის ის, რომ მათ შეისწავლონ ყველა ეს ფაქტი, რადგანაც აქ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებას.
“ჩვენ შევისწავლეთ 8 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსება და წარმოგიდგენთ ამ მონაცემებს. იანვრიდან დღემდე ამ 8 საარჩევნო სუბიექტმა საერთო ჯამში მიიღო დაახლოებით, 18 მილიონის შემოსავალი, ასევე მათი ხარჯი იყო 25 მილიონ ლარამდე, აქედან 13 მილიონი ლარი მიდის „ქართულ ოცნებაზე“. „ქართულმა ოცნებამ“ 13 მილიონი ლარი დახარჯა. აგვისტოს შემდეგ, 8 საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობამ შეადგინა 17 მილიონ ლარამდე, აქედან 6 მილიონი ლარი მიდის „ქართულ ოცნებასთან“, მეორე ადგილს იკავებს 5 მილიონი ლარით „ძლიერი საქართველო“. მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, 2024 წლის განმავლობაში ოქტომბრამდე, სახელმწიფო შესყიდვებიდან მიიღეს 684 მილიონი ლარი და იგივე პირებმა „ქართულ ოცნებას“ შესწირეს 3 მილიონ ლარამდე. „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან ასევე „აწარმოე საქართველოს“ ბერეფიციარები, ასეთი არის 32 და ჯამში მათ“ოცნებას“ შესწირეს 1,6 მილიონი ლარი. “ქართული ოცნების“ 51 შემომწირველი იღებს სახელმწიფო სუბსიდიებს, მათ ამ პერიოდის განმავლობაში, მიიღეს 71 მილიონი სუბსიდია და „ქართულ ოცნებას“ შესწირეს, დაახლოებით, 7 მილიონი ლარი. ჩვენი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ არის ის, რომ მათ შეისწავლონ ყველა ეს ფაქტი, რადგანაც აქ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.