spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, ვერ განვახორციელებთ უშუალოდ ჩვენი სახელით არჩევნებზე დაკვირვებას

იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, ვერ განვახორციელებთ უშუალოდ ჩვენი სახელით არჩევნებზე დაკვირვებას. ანუ, ჩვენ უბრალოდ, არ გვექნება ფინანსური რესურსები, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. “რუსული კანონის” ამოქმედებამდე ხელისუფლება სხვა მიდგომებით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას.

“იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, ვერ განვახორციელებთ უშუალოდ ჩვენი სახელით არჩევნებზე დაკვირვებას. ანუ, ჩვენ უბრალოდ, არ გვექნება ფინანსური რესურსები იმიტომ, რომ უკვე “ქართული ოცნების” მიერ ვართ ჩათვლილი, როგორც პარტია და შესაბამისად, ჩვენ უცხოურ დაფინანსებას ვერ გავხარჯავთ.

ნახეს გზა, რომ ჯერჯერობით არ აამოქმედონ “რუსული კანონი”, მაგრამ აამოქმედონ ეს მიდგომა და კანონმდებლობის ეს მოთხოვნა, რომელიც მათ შეუძლიათ, გამოიყენონ აბსოლუტურად ყველა სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, “ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები