spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – ჯერჯერობით არ ვიცით რას მოიმოქმედებს ანტიკორუფციული ბიურო

მთავარი ის არის, რომ ეს არის ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ბრძოლა ძალიან რთულია, მაგრამ ეს ორგანიზაცია არის შემდგარი ადამიანებისგან, რომლებიც არიან გულანთებულები და გულწრფელად გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

“პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ჯერჯერობით არ ვიცით რას მოიმოქმედებს ანტიკორუფციული ბიურო. ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცით ის, რომ მთავრობამ სთხოვა მათ ის არალეგიტიმური გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ გააუქმონ. მთავარი ის არის, რომ ეს არის ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს კოლეგას და მედიას, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეთ და მე ვიტყვი, რომ ეს არის კიდევ ერთხელ სამოქალაქო სექტორის გამარჯვება, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ უნდა ვნახოთ რას გააკეთებს ანტიკორუფციული ბიურო. ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია ვთქვათ ეს არის ის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ და ეს გამარჯვებებიც, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური ყველასთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხვდებით, რომ ეს ბრძოლა ძალიან რთული, მაგრამ ჩვენი ორგანიზაცია არის შემდგარი ადამიანებისგან, რომლებიც არიან გულანთებულები და გულწრფელად გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, “საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები