spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – ჯერჯერობით არის დრო იმისთვის, რომ ივანიშვილი გაჩერდეს

მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბრიტანელების მხრიდან ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათ იურისდიქციაში შედის რამდენიმე ოფშორული ზონა, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები გაგრძელდება.

“მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბრიტანელების მხრიდან ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათ იურისდიქციაშიც შედის რამდენიმე ოფშორული ზონა. ვიცით, რომ რუსი ოლიგარქების პრაქტიკა არის ის, რომ ისინი ოფშორულ ზონებში აფუძნებენ თავის კომპანიებს და თავისი ბიზნესის გადასამალად ეფექტურად იყენებენ ოფშორულ ზონებს იმისთვის, რომ გადამალონ თავიანთი ბიზნესი.

ბრიტანეთში რა პროცესიც დაიწყო, გაგრძელდება და ყველას კარგად ესმის, მათ შორის, აშშ-საც, რომ მათ სანქციებთან ერთად, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება ბრიტანულ სანქციებსაც. ჯერჯერობით არის დრო იმისთვის, რომ ივანიშვილი გაჩერდეს”, – განაცხადა  ეკა გიგაურმა.

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი  დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით  მიმართავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები