spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – ჯერჯერობით ის შედეგი ვერ დავდეთ, რომელიც საჭიროა, აუცილებელია ერთმანეთი გამოვაფხიზლოთ, ხელი შევუწყოთ

გარდა იმისა, რომ კონკრეტულ ორგანიზაციებს წარმოვადგენთ, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც გული შეგვტკივა იმაზე თუ, რა ურთიერთობა ექნება საქართველოს ევროკავშირთან, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი და სხვა, – ამის შესახებ “საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ ბევრი იბრძოლა, მაგრამ ჯერჯერობით, ის შედეგი ვერ დაიდო, რაც საჭიროა, აუცილებელია ერთმანეთი გამოფხიზლება.

“გარდა იმისა, რომ კონკრეტულ ორგანიზაციებს წარმოვადგენთ, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც გული შეგვტკივა იმაზე თუ, რა ურთიერთობა ექნება საქართველოს ევროკავშირთან, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი და სხვა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რთული ვითარებაა და ვხვდებით, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც გულანთებული იყო და ყველაფერს აკეთებდა არჩევნებზე ბრძოლისთვის, ის გულნატკენია და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ და პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ ის არის, რომ არ შეიძლება შევიდეთ ფრუსტრაციაში, რადგან ეს არ გვარგებს არც ჩვენ, არც ქვეყანას, არც ამ პროცესს, ეს არ შეიძლება. ყველამ ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ ჯერჯერობით ის შედეგი ვერ დავდეთ, რომელიც საჭიროა, აუცილებელია ერთმანეთი გამოვაფხიზლოთ, ხელი შევუწყოთ და ერთმანეთს უნდა გადავცეთ ენერგია“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები