ის, რომ თავისთავად, ეს ვიზიტი არის ორგანიზებული და ევროკავშირის 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოდიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ადარდებთ ის, თუ რა ხდება ქვეყანაში, – ამის შესახებ “საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის მიზეზი ის არის, რომ ორგანიზაციების მტკიცებულებები აქვთ არჩევნების საქმესთან დაკავშირებით.
“ის, რომ თავისთავად, ეს ვიზიტი არის ორგანიზებული და ევროკავშირის 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოდიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ადარდებთ ის, თუ რა ხდება ქვეყანაში. მათ აქვთ კითხვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და შესაბამისად, ზუსტად ამიტომ არ ხდება ამ არჩევნების ლეგიტიმაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.
ჩვენთან შეხვედრა არის განპირობებული იმით, რომ გვყავდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა“ და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან ბევრი ფოტო თუ ვიდეომასალა, სადაც საუბარია კონკრეტულ დარღვევებზე”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.