spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – მივმართავთ სასამართლოს სარჩელით, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ არ დაიცვა ჟურნალისტები

მივმართავთ სასამართლოს სარჩელით, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ არ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება და არ დაიცვა იქ მყოფი ჟურნალისტები,  – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა  ეკა გიგაურმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, სარჩელს თან ერთვის მტკიცებულებები, რომ პოლიციას შეეძლო აღეკვეთა ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, მაგრამ ეს არ გააკეთა. 

 

“დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 4 მედია-საშუალებისა და 24 ჟურნალისტის სახელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, რომ  2001 წლის 5 ივლისს სახელმწიფომ არ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება და არ დაიცვა იქ მყოფი ჟურნალისტები. 

 

ჩვენ ამის დამადასტურებელი მასალა გვაქვს, ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ზუსტად ამ მასალების შეგროვებაზე. ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობას და კერძოდ,  შსს-ს ყველა საშუალება ქონდა,  იმ დღეს ჟურნალისტები დაეცვა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ამის დასამტკიცებლად მივმართავთ სასამართლოს და ასევე ამ სარჩელით ვითხოვთ მორალური ზიანისა და ასევე ტელეკომპანიებისათვის დაზიანებული ტექნიკის საფასურის ანაზღაურებას“, – განაცხადა გიგაურმა. 

 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელვანია და სახელმწიფომ და უწყებებმა თავისი ფუნქციები შეასრულონ,  ამის მისაღწევად კი  მზად არიან სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართონ. 

 

აღნიშნული მედიასაშუალებები, რომლის სახელითაც არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოში იდავებს,   არიან:  ტელეკომპანიები „მთავარი“, „ფორმულა“,  „ტვ. პირველი“  და საინფორმაციო  სააგენტო ON. GE.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები