spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – მმართველი პარტიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი უწყებების მიზანია სამართლიანი სამოქალაქო პროტესტის ჩახშობა

ათწლეულებია სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური დევნის იარაღად გამოიყენება. მმართველი პარტიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი უწყებების მიზანია სამოქალაქო პროტესტის ჩახშობა და სამოქალაქო აქტივისტების დევნა, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესწავლილია პროტესტის სამი მონაწილის საქმე, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული ნარკოდანაშაულის კუთხით.

“შევისწავლეთ პროტესტის 3 მონაწილის საქმე – გიორგი ახობაძის, ნიკოლოზ კაციას და ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეები. სამივე მათგანი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ყველა ამ საქმეში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პირების მიმართ ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ჩადებას, რაც აქციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯის მიზანს ემსახურებოდა.

საქმეების შეფასება მოხდა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და მართლმსაჯულების სისტემაში ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული უკანონო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, რაც არაერთხელ გამხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უარყოფითი შეფასების საგანი. აღნიშნული პრაქტიკა გადაულახავ პრობლემად რჩება საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც ამგვარი უკანონო პრაქტიკის მსხვერპლნი გახდნენ. ყოველივე ეს განპირობებულია, პირველ რიგში, იმით, რომ ათწლეულებია სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური დევნის იარაღად გამოიყენება.

აღნიშნული საქმეების შესწავლით აშკარად ჩანს, რომ მმართველი პარტიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი უწყებების მიზანია არა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ სამართლიანი სამოქალაქო პროტესტის ჩახშობა და სამოქალაქო აქტივისტების დევნაა მათ მიმართ ნარკოტიკების შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით ფალსიფიცირებული სისხლის სამართლის საქმეების შეკერვის გზით”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები