შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და პოლიციისგან მოვითხოვ, რომ არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები. ეს არის უკანონო ბრძანებები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და პოლიციისგან მოვითხოვ, რომ არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები. ეს არის უკანონო ბრძანებები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. კი ჩვენ იმათთვისაც ვიბრძვით, ვინც არ გვეთანხმება, რადგან მათთვისაც გვინდა კარგი ქვეყანა. გვინდა, რომ მათ არ შეასრულონ უკანონო ბრძანება, მათზე ზეწოლა არ მოახდინონ. ეს არის რისთვისაც ვიბრძვით, ამიტომ ძალიან ცუდია, რასაც ისინი აკეთებენ. მოვუწოდებ მათ, რომ არ იმოქმედონ კანონის საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.