ჩემი აზრით, მთავარი მაინც არის სადამკვირვებლო მისიებისთვის პრობლემების შექმნა. “ქართულ ოცნებას” არ უნდა, რომ არჩევნებს დააკვირდეს ბევრი ორგანიზაცია და პრობლემებს უქმნის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას არ მოსწონს, როცა ვინმე საუბრობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
“ერთ-ერთი მიზეზი, რაც წერია ამ დადგენილებაში არის ის, რომ მე სიტყვით გამოვედი სენატში. ეს, რა თქმა უნდა, მათთვის იყო გამაღიზიანებელი, მათ არ მოსწონთ, რომ ვინმე საუბრობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ისინი, რა თქმა უნდა, უპირისპირდებიან ყველას, ვინც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
ჩემი აზრით, მთავარი მაინც არის სადამკვირვებლო მისიებისთვის პრობლემების შექმნა. “ქართულ ოცნებას” არ უნდა, რომ არჩევნებს დააკვირდეს ბევრი ორგანიზაცია და პრობლემებს უქმნის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, “ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება”.