spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – ყველა უწყება ჩართული იყო სისხლის სამართლის დანაშაულში

ყველა უწყება ჩართული იყო სისხლის სამართლის დანაშაულში, რომლებიც სხვადასხვა კრიმინალური ჯგუფებით ეხმარებოდნენ  მთავრობას, რომ ის შედეგი დაედო, რაც დადეს,- ამის შესახებ “საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ გამოცხადდება.

“ასეთი სქემა ვერ განხორციელდებოდა ისეთ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არ არის მიტაცებული. შესაბამისად, აქ ჩვენ ვხედავთ აშკარად, რომ ჩართული იყო ცესკოს, ჩართული იყო სუსი, შსს. ეს ყველა უწყება ჩართული იყო სისხლის სამართლის დანაშაულში, რომლებიც სხვადასხვა კრიმინალური ჯგუფებით ეხმარებოდნენ  მთავრობას, რომ ის შედეგი დაედო, რაც დადეს. ამაზე, რა თქმა უნდა, იქნება რეაქცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ამას ყველაფერს ვთარგმნით, გავუგზავნით მათ და მე მგონია, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადება არ მოხდება“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები