spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდეს ამ აქციაზე

ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდეს ამ აქციაზე. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგების შეგუებას არავინ აპირებს.

“ქართული სამოქალაქო სექტორი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ შევურიგდებით ამ არჩევნების გაყალბებას. ჩვენ გვაქვს ფაქტები, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. ჩვენ გვყავდა ათასობით ადამიანი უბანზე, რომლებიც მოგიყვებიან ყველას, თუ რა ნახეს მათ, რა გამოცდილება მიიღეს და რა ტიპის კრიმინალს ჰქონდა ადგილი საარჩევნო უბნებზე, როგორ მიიტაცეს ხალხის ხმა, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდეს ამ აქციაზე. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღეს, 19:00 პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია “დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები