spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა გიგაური – რაც არ უნდა გააკეთოს დღეს ცესკომ, მათი საქმიანობის მიმართ მოქალაქეების ნდობა არის ძალიან დაბალი

რაც არ უნდა გააკეთოს დღეს ცესკომ, მათი საქმიანობის მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობა არის ძალიან დაბალი, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც დღეს ცესკო აკეთებს, არ იწვევს ნდობას.

“რაც არ უნდა გააკეთოს დღეს ცესკომ, მათი საქმიანობის მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობა არის ძალიან დაბალი.

არ იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმ ბიულეტენებზე, რომლებიც ჟონავდა, არამედ ფარულობის დარღვევაზე როცა ვსაუბრობთ, საუბარია, რომ ადამიანები ხმას აძლევდნენ სხვა პირადობის მოწმობით და გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა მოსყიდვას და ზეწოლას.

ეს იყო კომპლექსური პრობლემები, რომელიც ჩვენ არჩევნების დღეს ვნახეთ, შესაბამისად, ყველაფერი, რასაც დღეს ცესკო აკეთებს, არ იწვევს ნდობას”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 29 აპრილს სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო პროცედურებზე იმსჯელეს. ცესკოს ინფორმაციით, დადგინდა კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების პროცედურები. ასევე დამტკიცდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები