რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ახერხებს ჩვენივე მთავრობის ხელით. ჩვენ გვახსოვს, რა შედეგები მოაქვს რუსულ ოკუპაციას, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და გახდება ევროპის წევრი.
“ჩვენ აშკარა მოცემულობის წინაშე ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ახერხებს ჩვენივე მთავრობის ხელით. ჩვენს მთავრობას აქვს მცდელობა, რომ ეს ოკუპაცია დაასრულოს, იგი მიმართავს სხვადასხვა მეთოდებს, მათ შორის, აპატიმრებს მოქალაქეებს, ისინი არიან არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი იღებენ კონკრეტულ კანონებს, რათა შეზღუდონ მედია, შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება, შეგვზღუდონ ჩვენ, რომ ვიდგეთ აქ და გავაპროტესტოთ. ისინი მიმართავენ საბჭოთა რუსეთის მეთოდებს იმისთვის, რომ ჩაახშონ ეს პროტესტი, რომელიც არის მიმართული რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
ჩვენ გვახსოვს, რა შედეგები მოაქვს რუსულ ოკუპაციას და სწორედ ამიტომ არ ურიგდება ქართველი ხალხი ამას, ამიტომ ვაპროტესტებთ ამდენი ხანი აქ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში გავიმარჯვოთ, გავიმარჯვებთ კიდევაც, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.