საჯარო რეესტრი არ არეგისტრირებს საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფკავშირს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო რეესტრს, არ შექმნას პრობლემები ამ პროცესში, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.
“საჯარო რეესტრი არ არეგისტრირებს საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფკავშირს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ამ ყველაფრით ირღვევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამი კონვენცია, რომელზეც მიერთებულია საქართველო და ვალდებულია, შეასრულოს ამ კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნები. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა 400-მდე თანამშრომელი. აბსოლუტურად ყველა უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ამის შედეგად, ძალიან ბევრი ადამიანი იქნება გათავისუფლებული.
ამ პროცესში მნიშვნელოვანია საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის როლი, ის არის ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს ამ კონკრეტული მოქალაქეების უფლებებს.
მნიშვნელოვანია, რომ მათი ფუნქციონირება იყოს ეფექტური და ზუსტად ამიტომ უქმნის მათ პრობლემებს მმართველი პარტია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო რეესტრს, არ შექმნას პრობლემები ამ პროცესში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.