spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა გიგაური – ცხადია, ხედავენ, რომ ასეთი მკაცრი ღონისძიებების ჩატარება არის მნიშვნელოვანი

ის ფაქტი, რომ ეს აქტი განიხილება, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ყურადღება და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დამაფიქრებელი მმართველი პარტიისთვის, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ აქტში საუბარია იმ პირების სანქცირებაზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრიან.

“წლები ქართველ ხალხს, საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერ ჯგუფებს ყოველთვის ჰქონდა ორპარტიული მხარდაჭერა და ეს უნდა გვახსოვდეს.

ცხადია, ის რომ აქ საუბარი არის კონკრეტული პირების დასანქცირებაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ევროპულ მომავალს და დემოკრატიას, ეს მიუთითებს, რომ ძალიან სერიოზულად უყურებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ცხადია, ხედავენ, რომ ასეთი მკაცრი ღონისძიებების ჩატარება არის მნიშვნელოვანი.

თვითონ ის ფაქტი, რომ ეს აქტი განიხილება, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ყურადღება და  რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დამაფიქრებელი მმართველი პარტიისთვის”,  – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის  ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები