ასე ფიქრობდნენ დიქტატორები, ავტორიტარული რეჟიმის მეთაურები, როდესაც არაფრად ადგებდენ დემოკრატიული ქვეყნების მითითებებს, საგანგაშო სიგნალს, მაგრამ როგორ დასრულდა შემდეგ მათი მმართველობა, ცნობილია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ ხელისუფლების რეაქციის შესახებ განაცხადა.
ხერხეულიძის თქმით, არ იზიარებს შეფასებას, რომ ეს დასკვნა ხელისუფლებისთვის საგულისხმო არ იქნება, რადგან ასეთი განცხადებები უპერსპექტივობას ასხივებს და საზოგადოების დემორალიზაციას იწვევს.
“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი მძიმე დასკვნა არ მოგვისმენია, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს, დემოკრატიისკენ სწრაფვის ინდექსი არის ძალიან დაცემული. ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი და არ ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოსაზრებას, რომ ეს ანგარიში ხელისუფლებისთვის არ იქნება საგულისხმო. ასე არ არის, ასე ფიქრობდნენ დიქტატორები, ავტორიტარული რეჟიმის მეთაურები, როდესაც არაფრად ადგებდენ დემოკრატიული ქვეყნების მითითებებს, საგანგაშო სიგნალს, მაგრამ როგორ დასრულდა შემდეგ შემდეგ მათ ძალაუფლება, ცნობილია.
ამიტომ ასეთი სიგნალის გაშვება ოპოზიციის მხრიდან მოტივაციას კლავს საზოგადოებაში, რომელიც, თავის მხრივ, სოლიდარულია დასავლური სამყაროს მიმართ და ხედავს უპერსპექტივობას, თუკი პოლიტიკოები ასხივებენ იმას, რომ ასეთ ანგარიშებს მნიშვნელობა არ აქვს.
ასეთ ანგარიშებს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დასკვნა არის მძიმე, საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ არ არის დარჩენილი სფერო, რომელიც ქვეყნის განვითარებისთის არის მნიშვნელოვანი, რომ ის არ იყოს ძალიან დიდი მკაცრი კრიტიკის ქვეშ გატარებული“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.