spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ხერხეულიძე – ეს არ გახლავთ ის ვითარება, რომელიც სიმშვიდის საფუძველი იქნება, მას სჭირდება დაუყოვნებლივი დახმარება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხულიძემ კლინიკა “ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

 

“დილასთან შედარებით ოდნავ დასტაბილურებულია ვითარება, მაგრამ ეს არ გახლავთ ის ვითარება, რომელიც კიდევ ერთხელ ვაამბობ, სიმშვიდის საფუძველი იქნება. რა თქმა უნდა, მას სჭირდება დაუყოვნებლივი დახმარება იმიტომ რომ ეს ვითარება, რაც ახლა მას სჭირს, იმდენად ცვალებადია და იმდენჯერ იცვლება დღის განმავლობაში, რომ ამან არ შეიძლება კარგი მოიტანოს რამე. ეს არ არის ნუგეშის საფუძველი, მძიმეა ვითარება და კიდევ უფრო მძიმე იქნება ხვალ და ზეგ თუ დახმარების ხელი მას არ გაუწოდეს.

 

დაუყოვნებლივ საჭიროა გადაწყდეს ნობელიანტი ექსპერტის შესვლის საკითხი, რომ დასრულდეს ადამიანების შეფასება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე გაიცეს კვალიფიციური დასკვნა და ამის საფუძველზე იმსჯელოს სასამართლომ, რომელიც გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ გაყვანას მესამე ქვეყანაში და მკურნალობას”, – განაცხადა ხერხეულიძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები