საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას სავარაუდოდ, ორშაბათს შეძლებს, – ამის შესახებ ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა” ეკა ხერხეულიძემ გაავრცელა.
როგორც მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრას მესამე პრეზიდენტი სიამოვნებით ელოდება.
“მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ორშაბათისთვის არსებობს ნებართვა, სიამოვნებით ელოდება მეოთხე პრეზიდენტთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი არსებობს და ამის შესახებ საუბრობს”, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილითან შეხვედრის შესახებ 22 დეკემბერს დააკმაყოფილა.