იმდენად დაძინებულია პოლიტიკური ინსტიქტები, იმდენად დადუნებულია და იმდენად დიდი უიმედობაა, რომ არ შეიძლება ამან სასიკეთო შედეგი მოიტანოს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წევრებს არ აქვთ ფუფუნება, ერთმანეთს დაუპირისპირდენ, გამოსავალი ერთიანობაშია, რომლის საფუძველი ქვეყნის დასავლური განვითარების იდეა უნდა იყოს.
“თუ ისინი ჩვენზე ნაწყენები არიან, თუ ჩვენ არ ვტოვებთ ამ ქვეყანას, მათთან ერთად გამარჯვებამდე უნდა მივიდეთ, ამ გაერთიანებაში რა თქმა უნდა, ვისურვებდი სხვა ოპოზიციურ პარტიებს.
მე არ მინდა იგივე შეცდომა დავუშვა, რასაც ისინი აკეთენ, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიერ დაანონსებულ რიგგარეშე არჩევნებზე ნეგატიური განწყობები გამოხატეს, იმიტომ რომ თვითონ არ იყვნენ მზად არჩევნებისთვის.
ჩემი ამოცანა არ არის ოპოზიციურ ველზე დარტყმები, მცირე ჭკუის მგონია ყველა, ოპოზიციის წარმომადგენელი, ვინც ოპოზიციას ურტყამს. ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ სახელმწიფოებრიობას ყავს ძალიან დიდი მტერი და მირჩევნია მათ შეეშალოთ, ვიდრე მე. დავრჩე ჩემს პოზიციაზე და ვიტყვი, რომ ერთობა არის ერთდერთი გამოსავალი, ჩვენ გვინდა დასავლური განვითარება ამან უნდა გაგვაერთიანოს და ივანიშვილი დროზე უნდა ჩამოვაშოროთ მმართველობას, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ დავკარგოთ ეს დრო. მართლაც ვხედავ ამ რისკებს ამ კვლევიდან გამომდინარე, იმდენად დაძინებულია პოლიტიკური ინსტიქტები, იმდენად დადუნებულია და იმდენად დიდი უიმედობაა, რომ არ შეიძლება ამან სასიკეთო შედეგი მოიტანოს, ძალიან დიდი სამუშაოა“, – განაცხადა ხერხეუულიძემ.