spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ხერხეულიძე – ხალხს უნდა გამარჯვების მოქმედებაში მოყვანა, ან გავიმარჯვებთ, ან ყველა ერთად გადავიჩეხებით

არაფერს არ ჰგავს ეს ვითარება, ნუ ფილოსოფოსობს ნურავინ. ხალხს უნდა გამარჯვების მოქმედებაში მოყვანა.  ან გავიმარჯვებთ, ან ყველა ერთად გადავიჩეხებით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი თავისი ნებით არასდროს წავა, თუ არავინ გაუშვებს ხელისუფლებიდან.

“ან გავიმარჯვებთ, ან ყველა ერთად გადავიჩეხებით. საზოგადოებამ იცის, რით შეიძლება დასრულდეს ეს – გამარჯვებით, ან არაფრით. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ გაიმარჯვა ჯამური მაჩვენებლით, ეს არის ისტორიული დიდი გამარჯვება, თან იმ პირობებში, როდესაც რეჟიმს უპირისპირდები, მაგრამ ხალხის რეაქცია ის, რაც ახლა არის – მხოლოდ და მხოლოდ იმის თქმა, რომ შენ გაიმარჯვე – მათთვის არაფერს არ ნიშნავს, ხალხს უნდათ ამის რეალიზება, მოქმედებაში მოყვანა იმიტომ, რომ არაფერს არ ჰგავს ეს ვითარება, ნუ ფილოსოფოსობს ნურავინ, არაფერს არ ჰგავს ეს ვითარება. მე მინახავს ხელისუფლება, როდესაც ქუჩიდან მოუგია კომუნისტური პარტიისთვის არჩევნები,  მინახავს იმის დამხობა,  მინახავს შემდეგ ვარდების რევოლუცია, გადაბარება ხელისუფლების და მინახავს ახლა როგორ ეპოტინება ივანიშვილი თავისი სახელმწიფო მანქანით ძალაუფლებას. რუსის გადარჩევა არ არსებობს, რუსი არასდროს არ წასულა თავისი ნებით, მას უშვებენ. წარმოუდგენელია, ივანიშვილმა ოდესმე დათმოს ხელისუფლება”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები