spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა ხერხეულიძე – კრიტიკულზე კრიტიკულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

კრიტიკულზე კრიტიკულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, წარმოუდგენელია, თუ “ვივამედში” ის თავისი ფეხით შევიდა, დღეს ეს ადამიანი ფეხზე ვერ დგება, არ შეუძლია, რომ ჩამოჯდეს და გელაპარაკოს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, თავის დროზე მისი უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნა რომ გაეთვალოისწინებინათ, დღეს ეს მდგომარეობა არ იქნებოდა. “წარმოდგენაც არ მინდა, რომ მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა ვერ მოხდეს,  ზუსტად ვიცი, რომ აქ ვერ გადავრჩებით და ვერც ქვეყანა და ვერც ადამიანები, ვისაც გული შეგვტკივა. 

 

ეს არ არის ის მდგომარეობა, რომ შეიძლება ადამიანმა აიტანოს მკურნალობის გარეშე. მკურნალობის პრობლემა გვაქვს,  დიაგნოზის პრობლემა გვაქვს, იმ პროტოკოლის პრობლემა გვაქვს,  რაც ადამიანს აქამდე არ ჩატარებია იმ სიზუსტით, რაც მას სჭირდებოდა.  ამიტომ მივედით აქამდე, ამ მდგომარეობაში უბრალოდ ვერ გაძლებს, პატიმრობაში კი არა მკურნალობის ამ პირობებში ვერ გაძლებს. 

 

ამიტომ იყო ჩვენი მოთხოვნა მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის,  ქვეყანას შეურაცხყოფას კი არ ვაყენებდით. ეს რისკები იყო საგანგაშო და რომ გაეთვალისწინებინათ, დღეს ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. 

 

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” 12 მაისის შემდეგ რჩება, სადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად სულ უფრო  უარესდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები