“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს ამანათების მიღება აუკრძალეს.
“მას პრაქტიკულად გადაუკეტეს გზა კვების, საკვების მიღების. ის მხოლოდ და მხოლოდ იკვებებოდა ამანათების შეგზავნის გზით. ის არ ყიდულობდა დაწესებულებაში არსებულ მაღაზიიდან საკვებს და არ იღებდა იმას. იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე ადამიანების მიერ შესაძლებლობა ამანათების შეგზავნის, ერთ-ერთი ვიყავი მე და პასუხისმგებელიც გახლდით ამაზე და დღეს როდესაც მოვიტანე ამანათი არ შეგვაგზავნინეს და სანამ მე მასთან შევიდოდი, განუცხადეს, რომ ვეღარ მიიღებს ამანათებს”, – განაცხადა ხერხეულიძემ.