spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ხერხეულიძე – მე დავესწარი მის ჰიპერტენზიულ კრიზს, დაესწრო ექიმიც, ამას უკვე თვითონ ვერ გრძნობს

მიხეილ სააკაშვილს ქონდა ჰიპერტენზიული კრიზი, ამას დაესწრო ექიმიც, მერე შეშფოთდა ადმინისტრაცია და გამოიძახეს ექოსკოპია – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ გლდანის ცეხესთან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

 

მისი თქმით, სააკაშვილის ლოგინად დაცემული არ არის,  თუმცა მისის მდგომარეობა ნამდვილად არის საგანგაშო.   

 

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება ამ პირობებში, ხვალ იწყება შიმშილობის  49-ე დღე. მე დავესწარი მის ჰიპერტენზიულ კრიზს, ამას დაესწრო ექიმიც, საქმე ისაა, რომ ამას თვითონ ვერ გრძნობს, რადგან შეეჩვია მაღალ წნევას. 
მე ვუთხარი, რომ თქვენ ახლა საგრძნობლად გაწითლდით, არ გრძნობთ ახლა თავს ცუდად? ავიდა, გაიზომა წნევა და ექიმებიც შეშფოთდნენ.

 

რაში გამოიხატა მიხეილ სააკაშვილის დახმარება აქ? – მას მისცეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი აბი კარტოპრილი, ასე დასრულდა მისი მკურნალობის პროცესი. მერე შეშფოთდა ადმინისტრაცია და გამოიძახეს ექოსკოპია. ადგილზე მომსახურებით კი არ ქონდათ ეს სერვისი, გამოიძახეს. თუ უნდა გამოიძახონ, მაშინ არ არის ხო ეს კლინიკა მრავალპროფილური?

 

რაც უნდა თვალებში ნაცარი ვაყაროთ საზოგადოებას, რომ ეს კლინიკა არის მულტიპროფილური,  ეს არის ტყუილი. ჩვენ არ ვიცით ხვალ და ზეგ, როგორ დამძიმდება მისი მდგომარეობა.  თუ ეს ადამიანი დროზე არ გადაიყვანეს, მე არ ვიცი, როდესაც დადგება კრიტიკული მომენტი, უშველიან თუ არა მას”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები