მე ვიცი, რომ ნიკა მელიას უკან არ არის ფული, მაინტერესებს რა იქნება მის მოპირისპირე მხარეს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა
მისი თქმით, ნიკა მელიამ გამოწვევა მიიღო და პარტიაში არჩევნები იქნება, თუმცა უცნობია, როდის ჩატარდება და ვინ იქნებიან მისი კონკურენტები თავმჯდომარის პოსტზე.
“მარადიული არავინ იქნებოდა და თავისთავად ჩატარდებოდა ეს არჩევნები მარტში ან შემდეგ თვეებში, მაგრამ ახლა რატომ ეჩქარებოდათ, არ ვიცი. ნიკა მელიამ მიიღო ეს გამოწვევა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, როდის იქნება.
მე ვიცი, ნიკა მელია ვინ არის, თავისი პლუსებით და მინუსებით, ყველაზე მეტს მასთან ვკამათობ, ეს იცის მთელმა პარტიამ, იმ ადამიანებმაც, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და სხვა პოზიცია დააფიქსირეს.
მე მაინტერესებს ვინ იქნებიან ისინი, ვინც ნიკა მელიას საპირწონეები იქნებიან. მე ვიცი ნიკა მელიას უკან რა მატერიალური რესურსია. ამ მატერიალურ რესურს არ გააჩნია სახელი, იმიტომ რომ არ არსებობს ეს მატერიალური რესურსი. მე მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც იქნებიან კანდიდატები, მათ უკან რა წარმომავლობის მატერიალური რესურსია და მივხვდები, მიზანი რა არის და ძალიან ადვილად გავაკეთებ არჩევანს.
არჩევნები ხომ უნდათ არა, ასე მოულოდნელად, პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან დაგვიანონსეს. საერთოდ გაუგებარია, იქედან რატომ მოუნდათ ამის თქმა, მაგრამ რაკი ეს თქვეს, არჩევნებს ჭირდება კამპანია, სადაც ყველა კითხვას ჭირდება პასუხი, ამიტომ მე როგორც ამ პარტიის წევრი და ძალიან დიდი მოამაგე, ვამბობ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი უნდა მქონდეს. მე ვიცი ნიკა მელია რით სუნთქავს, რით არსებობს, თავისი შეცდომებით, მაგრამ ის რომ ნიკა მელიას უკან არ არის ფული, ეს ვიცი კარგად, მაინტერესებს აქეთ რა იქნება“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.