spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ხერხეულიძე – მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა

მისი სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, მკურნალობასთან ერთად დღის წესრიგში დადგება ექსპრემიერის გათავისუფლების საკითხი.

 

“მიხეილ სააკაშვილი ახლა გადის მკურნალობას, თავისთავად ის სერვისი, რაც აქ არსებობს, იმის ხარჯზე, ეს არ არის სრულყოფილი სერვისი, ყველამ ვიცით. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე,  საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას.

 

ამის შესაძლებლობა აქაც არ არის, მაგრამ ის, რომ ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა, ეს არ არის ის გზა, რაც ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული, მისი სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა.

 

მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. ეს პოლიტიკური დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე გეგმებზე და ვისაუბრეთ ჩვენს შიდა წრეზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც და მისთვისაც“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები