spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ხერხეულიძე – მის სიტყვებს ვიმეორებ: ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და გადასატარებელი გვაქვს ეს დღეები

პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკაშირებით მიხეილ სააკაშვილსა და გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არის, –  ამის შესახებ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. 

 

ეკა ხერხეულიძის განცხადებით, დეპუტატის მანდატის დატოვების შემთხვევაში, მათ აღარ ექნებათ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შესაძლებლობა და ასევე ვერ მიიღებენ მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში. 

 

“პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით მისმა პარტიამ მორალურადაც და სამართლებრივად, კარგი იქნება, რომ დატოვოს პარლამენტი, მაგრამ  ის მნიშვნელობნად მიიჩნევს ორ დეტალს, ის, რომ მე მასთან ვიყავი შეხვედრაზე და ახლა გამოვედი, ეს არის მხოლოდ იმიტომ შესაძლებელი, რომ მე მაქვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატი.  ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და ის ხედავს ძალიან დიდ რისკს ამაში, თანაგუნდელებთნ მთლიანად ეხერგება გზა კომუნიკაციის, და ასევე მეორე- საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით.  პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ – ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და გადასატარებელი გვაქვს ეს დღეები. აქედან გამომდინარე, ის, რომ ვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრებით და არც საპარლამენტო და არ საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებთ” , – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. 

 

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობას, ხერხეულიძემ განახცადა, რომ მისი მდგომარეობა მძიმდება.   

 

“დღევანდელი ვიზიტის შემდეგ მე ვეღარ ვიტყვი, რომ ის ჯანმრთელად არის სრულად, ვიზუალურადაც ეტყობა, რომ სერიოზული სისუსტე აღენიშნება. რა თქმა უნდა,  ეს არის საგანგაშო, მისი პოზიცია არის უცვლელი შიმშილობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ხერხეულიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები