ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკასთან დაკავშირებას, მიხეილ სააკაშვილისთვის არის მიუღებელი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქციის თემაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ადვოკატებთან შეთანხმებული სტრატეგიის გათვალისწინებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქციების გამართვას არ ემხრობა.
“მიხეილ სააკაშვილის პოზიცია განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, არის ერთმნიშვნელოვანი და მან ამის შესახებ ადვოკატების მეშვეობით გვითხრა, რომ მას სურს პოლიტიკიდან დისტანცირება და აუცილებელია, ყველა ვინც მას გულშემატკივრობს, უგულშემატკივროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სამკურნალოდ გაყვანას.
ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართულობას, ასე ვთქვათ, პოლიტიკასთან დაკავშირებას, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის არის მიუღებელი, ის თხოვს ყველა გულშემატკივარს, უგულშემატკივრონ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არა მის პოლიტიკაში ჩართულობას.
მე ყველა აქტივობას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მივესალმები, ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მის ამგვარ მდგომარეობასა და პატიმრობას, მაგრამ დღევანდელი ჩემი პოზიციაც, შევდივარ რა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაში, არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან.
მისი სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც იქნება რაიმე სახით დაკავშირებული მასთან, ის არ მიესალმება ამას“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.