სააკაშვილი არის პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიების საგანი, “ქართული ოცნების“ არცერთმა დეპუტატმა არ იცის სააკაშვილის მომავალი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი ძალის დეპუტატებმაც კარგად იციან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ამ პროცეს რა შედეგები შეიძლება მოყვეს.
“რა თქმა უნდა, ისინი ძალიან ბევრ რამესთან დაკავშირებით ქვეყნის რეპუტაციას აზიანებენ, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რასთან მიმართებით ისინი მიდიან კომპრომისზე, მაგრამ სააკაშვილი არის პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიების საგანი. “ქართული ოცნების“ არცერთმა დეპუტატმა არ იცის სააკაშვილის მომავალი, ეს იცის ბიძინა ივანიშვილმა და ეს იცის ვლადიმერ პუტინმა. რიგითმა წევრებმა, რომლებიც ღელავენ და ჩემთან პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ მათთვის ეს პრობლემაა და იქნება მოსურნე რომ მიხეილ სააკაშვილი გაუშვან.
ისინიც გრძნობენ, როგორ ზიანდებიან, არაჩვეულებრივად გრძნობენ იმ საშინელ მოსალოდნელ დღეებს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მათ თავს დაატყდებათ, იმიტომ რომ მარტო ივანიშვილი არ იქნება პასუხისმგებელი. ივანიშვილი შეეცდება ყველანაირად ივაჭროს და გადაირჩინოს თავი და ის რიგითი, რომელსაც ჰგონია, რომ მე ეს არ მეხება, სწორედ ის იქნება პასუხისმგებელი“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.