რა თქმა უნდა, ამას ჰყავს კულუარებში თავის ორკესტრანტი, რომელიც ამას უკვეთავს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პარტიაში ჩანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესი პარტიის გაძლიერებას არ ემსახურება.
“ხელოვნურად როდესაც ჩნდება რაც არის უდროო, რა თქმა უნდა, ამას ჰყავს კულუარებში თავის ორკესტრანტი, რომელიც ამას უკვეთავს.
არც ერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია თავი ბრიყვად, სტუდიებში რომ სხედან და ამბობენ, “არა იცით რა, ვერ ვიტყვი, რომ ვიღაც უკან დგას“, დიახ, დგანან…
მკაფიოდ გეტყვით, უდროო მოვლენები როდესაც ჩნდება, რითაც შენი მტერი ყველაზე მეტად ხარობს და არის ყველაზე მეტად ბედნიერი, ბიძინა ივანიშვილი, ეს არ არის თავისთავადი პროცესი, ამას ყოველთვის ჰყავს დამკვეთი. ის როგორ ასრულებს ამას, არის იმ სამიზნეზე დამოკიდებული, რომელსაც მტრობას უპირებს, არის ასევე დამოკიდებული გონიერებაზე, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებაში არსებობს და ის გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
მისი თქმით, როგორც არაერთხელ, ახლაც შეძლებენ პარტიის გადარჩენას.
“როგორც არაერთხელ, როგორც წლების მანძილზე გადავარჩინეთ “ნაციონალური მოძრაობა”, გაგვიჭირდება, მაგრამ მაინც გადავარჩენთ, კიდევ გაძლიერდება და შევძლებთ მიხეილ სააკაშვილიც გადარჩეს, მთავარი მედასავლეთე ფუნდამენტი გადარჩეს და ამ ქვეყანას ჰქონდეს განვითარების პერსპექტივა”, – განაცხადა ხერხეულიძემ.