spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ხერხეულიძე – უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მეომრებმა ზელენსკის მიმართეს, მათი ერთადერთი სურვილი მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნაა

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მეომრებმა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართეს წერილით, მათი ერთადერთი სურვილი მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნაა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. 

“მათი უდიდესი ტკივილი და განცდა არის ის,  რომ მესამე პრეზიდენტი არის პუტინის ტყვეობაში.  უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მეომრებმა პრეზიდენტ ზელენსკის სახელზე შეადგინეს ტექსტი, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის მიმართავენ, ერთადერთი თხოვნით, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი პირადი სურვილი და პირადი მოთხოვნები, ისინი ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ  საქართველოს მესამე  პრეზიდენტის ტყვეობიდან დახსნას“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები