spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ხერხეულიძე – ვინ მოიგონა ეს ლენინური თეზა, არ ვიცი, საიდან გამოხვალ ძლიერი, როდესაც ადამიანი გიკვდება?!

ვინ მოიგონა ეს ლენინური თეზა, არ ვიცი, საიდან გამოხვალ ძლიერი, როდესაც ადამიანი გიკვდება?!  –  ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ ამ არჩევნებიდან პარტია ძლიერი გამოვა. 

 

“როდესაც მთავარ და უმნიშვნელოს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებ, მაშინ ყველაზე მეტად მარცხდები. ეს ლოზუნგი ვინ მოიგონა, -„ამ ვითარებიდან, ამ არჩევნებიდან ჩვენ გამოვალთ ძლიერები“,  ვინ მოიგონა ეს ლენინური თეზა,  არ ვიცი. საიდან გამოხვალ ძლიერი,  როდესაც ადამიანი გიკვდება და შიგნით გადანაწილებები ხდება? სრულიად ახალი სტრუქტურა  და ახალი პოლიტიკური მოწყობა იქმნება იმისთვის,  რომ ადამიანი გადარჩენა შეძლო ამ მანტიით,  ყველა ამას ლაპარაკობს, – “მიშაა“ – აღარ შემიძლია ამის მოსმენა. მიშა არის მთავარი? მაშინ გაერთიანდი მიშას გადასარჩენად“, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

 

მისი თქმით, არ ამბობს, რომ პარტიის რომელიმე მხარისთვის მიხეილ სააკაშვილის საკითხი უმნიშვნელოა, თუმცა აღნიშნავს, რომ ახლა არჩევნების მოთხოვნაც და მასზე დათანხმებაც არასწორი გადაწყვეტილება იყო.  

 

“მიმძიმს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური უმწიფრობა, როცა ყველაზე დიდი ქართველი პოლიტიკოსი გიკვდება “ვივამედის“ პალატაში და შენ დღეს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში  იღებ მონაწილეობას და აანონსებ ამას  შენი გუნდის ძირითად ნაწილთან შეუთანხმებლად“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები