spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ხერხულიძე – ვიცი, რომ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იცის, გიული ალასანია პირისპირ შეხვდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, გიული ალასანიამ პატრიარქს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გააცნო.

 

“მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ დედამისი გიული ალასანია გუშინ პირისპირ შეხვდა პატრიარქს. დეტალური საუბარი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იცის. შეხვედრას ესწრებოდნენ მეუფე შიო და შორენა თეთრუაშვილი”,- განაცხადა ეკა ხერხეულიძამ “ტვ პირველის” ეთერში.

 

დეპუტატმა დღეს რუსთავის ციხეში მოშიმშილე პრეზიდენტი მოინახულა. მისი თქმით, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება. მიხეილ სააკაშვილი უკვე 44 დღეა, შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები