spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა სეფაშვილი – მოვითხოვ ყველა იმ შემთხვევის გამოძიებას, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების ბილწსიტყვაობით, გინებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ “ყველა ის შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, რომელიც ოპოზიციონერი ქალების გინებით და ბილწსიტყვაობით იყო პროვოცირებული”.

 

“მე მოვითხოვ ყველა იმ შემთხვევის გამოძიებას, რომელმაც გამოიწვია თუნდაც “ქართული ოცნების” ცალკეული ქმედებები, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების ბილწსიტყვაობით, გინებით.

 

ძალიან კარგი იქნება, თუ თავიდან დავიწყებთ 2020 წლიდან, გადავახვევთ კადრებს და ყველა შემთხვევა იქნება გამოძიებული, ხოლო ოპოზიციონერი ქალების ამ წივილ-კივილს მე ვერაფერს ვერ დავარქმევ, გარდა იმისა, რომ ალბათ, სპეციალურად აქვთ შემუშავებული ეს ტაქტიკა, რომ კაცები ხმას არ იღებენ და ქალებს უშვებენ წინა ფრონტზე. ეს მათი კაცების უსუსურობაზე მეტყველებს, თუმცა ეს არის დაუშვებელი ორივე მხრიდან”, – აცხადებს სეფაშვილი.

 

17 ნოემბერს, მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მოსმენისას დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ლევან მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები