spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა სეფაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმზე მოხსენებას წარადგენს

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი მონაწილეობას მიიღებს მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმში: „ტექნოლოგია და საზოგადოება: სიკეთე თუ განსაცდელი?”, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 23-24 იანვარს ინსუბრიის უნივერსიტეტში, იტალიაში.

სიმპოზიუმზე ეკა სეფაშვილი წარადგენს მოხსენებას თემაზე „მიმდინარე გლობალური მიგრაცია და ტექნოლოგიური გამოწვევები: უპირატესობა თუ საფრთხე ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისათვის”. მოგვიანებით მისი მოხსენება გამოქვეყნდება ონლაინ კონფერენციის შრომებში და ბიზნეს სისტემების სერიული წიგნის სპეციალურ გამოცემაში.

შეგახსენებთ, რომ ეკა სეფაშვილი 2018 წლიდან არის B.S.LAB (Business System Laboratory) – ის სამეცნიერო საბჭოს წევრი. იტალიაში ბაზირებული ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ბიზნესისა და სოციალურ სფეროებში კვლევებისა და სწავლების ხელშეწყობას ემსახურება.

ინფორმაციას „ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები