spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკატერინე ორჯონიკიძემ ბაკურიანში უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

სსიპი ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ ბაკურიანში უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. 

 

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძიენიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და  ყველა იმ სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთა პასუხისმგებლობაა ბაკურიანის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

 

2022-2023 წლებში დაბა ბაკურიანში დაგეგმილია ,,დიდველის” სათხილამურო ტრასასთან მისასვლელი  და ე.წ წრიულის გზის რეაბილიტაცია, საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და  წყალ-კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია. ასევე,   მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით,  ბაკურიანის  პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

 

“შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა უწყების ხელმძრვანელებთან ბაკურიანის განვითარების სამოქმედო გენერალური გეგმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. ასევე,  შეხვედრაზე დაისვა საკითხი, უწყებათშორის სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს კოორდინირებულ მოქმედებას და სამუშაოების ეფექტურად განხორციელებას”,- განაცხადა ეკატერინე ორჯონიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები