spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკატერინე ტიკარაძე და ზვიად შალამბერიძე COVID 19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე COVID 19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდნენ. 

 

შეხვედრაზე საუბარი პაციენტების კლინიკური მართვის საკითხებსა და მოქმედ პროტოკოლს შეეხო.

 

“ჩვენ საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა COVID 19-ის მართვაში და ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათთან აქტიური კომუნიკაცია, რადგან ეფექტურად მოხდეს პანდემიის და ზოგადად პაციენტების ნაკადის მართვა, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვაქვს დღევანდელ დღეს. 

 

მეორე მიმართულება, რაზეც ვისაუბრეთ, არის ვაქცინაცია, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა ამ გზით ვებრძოლოთ პანდემიის გავრცელებას”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები