spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.  

 

შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებია.  

 

ასევე მინისტრი კოლეგებთან ერთად ვაქცინაციის გეგმის გააქტიურების საკითხს განიხილავს.

 

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე და საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები ესწრებიან, მათ შორის ლევან რატიანი, დავით გაგუა, ივანე ჩხაიძე, მარინა ეზუგბაია  და სხვ.

 

გარდა ამისა, მინისტრი სამედიცინო საზოგადოებას,  ჯანდაცვის სისტემის განვითარების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაციასაც წარუდგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები