ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო.
სადისერტაციო ნაშრომის სახელწოდებაა – “კანცეროგენური რისკის კორელატების კომპლექსური კვლევა ზემო იმერეთის მაგალითზე”.
სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ – ასოცირებული პროფესორი ლალი ბაქრაძე, პროფესორი თამარ სანიკიძე, სამეცნიერო კონსულტანტი – პროფესორი გიორგი ორმოცაძე.
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 ივნისიდან 2021 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა.