spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკატერინე ტიკარაძე – მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, “მწვანე პასპორტის” უვადობას არ ვემხრობი

მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, “მწვანე პასპორტის” უვადობას არ ვემხრობი – ამის შესახებ  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს “მწვანე პასპორტები”. 

 

“ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არსებობს სხვა საფუძველიც.

 

ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს “მწვანე პასპორტები”, თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება. განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე. 

 

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს საბჭოს წარუდგენს. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, “მწვანე პასპორტის” უვადობას არ ვემხრობი”, – განაცხადა  ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები