spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკატერინე ტიკარაძე – ​მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია

მნიშვნელოვანია, რომ ახალ შტამს, როგორც უკვე მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, აქვს სხვა ტემპი და სირთულე. აქედან გამომდინარე, ინფექციის გავრცელება ტემპი განასხვავებს მეოთხე ტალღას მეორე ტალღისგან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ დელტა შტამი უფრო მარტივად გავრცელდებოდა.

 

“მესამე ტალღა შედარებით ადვილად გავიარეთ, თუმცა მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებშიც დავაკვირდით, თუ რამდენად სწრაფი გავრცელება ჰქონდა დელტა შტამს. ეს არის სწორედ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ამ რთულ პროცესში ვიმყოფებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები