ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
მისივე თქმით, ორსულს, რომელსაც ჰოსპიტალში მკურნალობა ესაჭიროება, მაქსიმალურად ექცევა ყურადღება.
“ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.