spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკატერინე ტიკარაძე – ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და დისტანცირება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს ეხმაურება და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

 

“მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება და ჩვენ ვაკვირდებით დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, ეს არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება. ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და თქვენ ხედავთ, რომ მოსახლეობას ამისთვის ხელმისაწვდომობა აქვს. ყველაზე ეფექტური მართვა არის, როდესაც საზოგადოებას გააჩნია მაღალი თვითორგანიზების უნარი”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას და ქუჩებში საველე კლინიკების მოწყობის აუცილებლობას ეხებოდა, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ “არ გამორიცხავს, მსგავსი ღონისძიებები საჭირო გახდეს”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები