spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკატერინე ტიკარაძე საჯაროდ აიცრება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის აცრის გაკეთებას აპირებს. 

"დიახ, რა თქმა უნდა, ვაპირებ აცრის გაკეთებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ სხვადასხვა ვაქცინით. ჩინური ვაქცინა, რომელზეც არაერთი მითია, გადაწყვეტილი იყო, რომ მე ამ ვაქცინით ავიცრებოდი. 

დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი, თუ რა სახეს მიიღებს ეს კამპანია, რადგან ის, რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, აღარ იყოს საკმარისი, რომ მოსახლეობა ჩვენ დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას თუ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. 

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ეს ნახოს საჯაროდ, მათ შორის, როგორ ვიცრებით ასტრაზენეკას ვაქცინით", – განაცხადა ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები