spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკატერინე ტიკარაძე – სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც ხელს შეუშლის პროცესს

სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის პროცესს, –  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. 

 

“დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომინიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება, ისევ და ისევ, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის მარათონი, რომელიც სოფლებში იმართება. 

 

“ამ ეტაპისთვის შერჩეული არის 50 სოფელი, სადაც 3 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს. შემდეგი ეტაპი იქნება შედარებით უფრო მცირე ზომის სოფლებში ამ მარათონის გაგრძელების თვალსაზრისით.  მარათონის გარდა ასევე მნიშვნელოვანია გავააქტიუროთ ჩვენი მოქალაქეები, რომებიც 60 წელს ზევით ასაკის არიან. სწორედ მათთან მიმართებით არის ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი, ასევე ჰოსპიტალიზაციის, ჰოსპიტალში რეანიმაციის და შემდეგ ლეტალობის“, – განაცხადა მინისტრმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები