spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკატერინე ტიკარაძე – შეზღუდვები 80%-ით გააუმჯობესებს ეპიდვითარებას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დღეს ამოქმედებული შეზღუდვები არსებულ ეპიდვითარებას 80 პროცენტით გააუმჯობესებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

“დღეს დაწყებული შეზღუდვები დაახლოებით 80 პროცენტით გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა იმისთვის, რომ ეს ჩვენ ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს და ეს პერიოდი, როგორც უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, 2 კვირის ვადაში განიხილება ხოლმე. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს მიერ გადაწყვეტილი, რომ 3-კვირიანი შეზღუდვა არის, რათა ჩვენ 2 კვირის განმავლობაში შევძლოთ და დავაკვირდეთ იმ დადებით პროგრესს, რომელიც ეპიდემიის გაუმჯობესების კუთხით არის მოსალოდნელი”, – განაცხადა ტიკარაძემ. 

 

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები