spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკატერინე ტიკარაძე – წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათის განმავლობაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საიტი დღესდღეობით გამართულად მუშაობს და რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლებულია. 

 

“მნიშვნელოვანი მზადების პროცესი გაიარა სამინისტრომ, რათა შესაფერისად დავხვედროდით “ფაიზერის” დოზების ადმინისტრირებას და ყველა ჩვენს მოქალაქეს შეუფერხებელ ხელმისაწვდომობა ჰქონოდა. საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, როგორც “აიტის” სპეციალისტები მიდასტურებენ, დღესდღეობით გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს. მოლოდინი იმისა, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს. 

 

ამ მიმართულებით განვახორციელეთ რამდენიმე ცვლილება. კერძოდ, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლდა და მისი გამტარუნარიანობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ასევე, შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათის განმავლობაში” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები