spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე კონკრეტული სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა  გაიმართა. 

 

საბჭოს წევრებმა განიხილეს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად უახლოეს პერიოდში გადასადგმელი ნაბიჯები, მათ შორის, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული  პროექტები, ექსპორტის პოტენციალი, ტურიზმი და სამრეწველო-სასურსათო მარაგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წელს სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში დამატებითი მოცულობის დაკონტრაქტებას, რაც ქვეყანას გრძელვადიანი შესყიდვების საშუალებას მისცემს. საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

 

სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ტურიზმის აღდგენის მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე დინამიკა დამაიმედებელია, კერძოდ, 2019 წელთან შედარებით ტურიზმის  70%-იანი აღდგენა ამ ეტაპზე პროგნოზის მიხედვით მიმდინარეობს. 

 

როგორც აღინიშნა, მიუხედავად რეგიონში არსებული სიტუაციისა, ქვეყნის სამრეწველო და სასურსათო პროდუქციის მომარაგების თვალსაზრისით შეფერხება არ არის. საუბარი შეეხო ლოგისტიკურ საკითხებს, სატრანსპორტო ნაკადებსა და ტვირთნაკადებს, რომელიც საქართველოში მზარდია და კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას მოითხოვს.

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები