spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ელჩის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია ბრალმდებლის ემოციების გარდა”

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, ბრალმდებლის ემოციების გარდა, უკრაინული დიპლომატია ამაზე არ მოცდება და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც უწყება საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან საჯარო პირები, თავი შეიკავონ მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან. ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეფასებული იყოს, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა. უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს და მომავალში არ მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო არენაზე ამგვარ ქმედებებს.

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, გარდა ბრალმდებლის ემოციებისა. უკრაინული დიპლომატია არ მოცდება მათ გამო და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის წინააღმდეგობის ეფექტიანად გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები